საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული სტიქიური გეოლოგიური პროცესები

საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული სტიქიური გეოლოგიური პროცესები და
მათზე რეაგირების ანალიტიკა

პლატფორმის მიზანი

გეოლოგიური რისკების შესახებ განათლება და ცნობიერების ამაღლება: ყოვლისმომცველი ინფორმაციის, რისკების შეფასების და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მითითებებით ინფორმაციის მოსახლეობისთვის მიწოდება.
თანამშრომლობის ხელშეწყობა: პლატფორმა იქნება ერთგვარი ხიდი მოქალაქეებსა  და მთავრობას შორის, ხელს შეუწყობს გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას.
უკუკავშირის მექანიზმი: მოსახლეობისთვის პლატფორმის შეთავაზება, რათა გამოავლინონ არსებული პრობლემები გეოლოგიური პროცესების თვალსაზრისით და ამავე დროს შეაფასონ გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესი.

სახელმძღვანელო პრინციპები

ინფორმაციის გამჭვირვალე გავრცელება: ხელმისაწვდომი და შეულამაზებელი ინფორმაციის მიწოდება გეოლოგიური რისკების შესახებ.
ცნობიერების ამაღლება: ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების ინფორმირება და ცნობიერების გაზრდა პოტენციური საფრთხის შესახებ.
გაუმჯობესებული ადგილობრივი რეაგირება: თემების გაძლიერება ცოდნით და რესურსებით პრევენციული მოქმედებების განსახორციელებლად.

ჩვენი მისიაა თავიდან ავიცილოთ ბუნებრივი კატასტროფები და შემდგომი ტრაგედიები საქართველოში.

იხილეთ მეტი