17 თებერვალი 2024
მეწყრული პროცესები ქედის მუნიციპალიტეტში
მეწყრული პროცესები განვითარდა ქედის მუნიციპალიტეტშიც. მეწყერმა სოფელ წონიარისში მოიყოლა სახლი, სადაც ერთი ადამიანი დაიღუპა აღსანიშნავია, რომ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელი წონიარისი საერთოდ არ არის მოხსენიებული და შეტანილი მეწყერსაშიში ადგილების ჩამონათვალში გარემოს ეროვნული სააგენტოს 2022 წლის ბიულეტენში და შესაბამისად მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებაც ამ სოფელზე რეკომენდაციის სახით წარმოდგენილი არ არის.