18 მარტი 2024
ზვავი და მეწყერი ხულოს მუნიციპალიტეტში
6 თებერვალს, დიდთოვლობის შედეგად, ხულოს მუნიციპალიტეტში ჩამოწვა ზვავი, სოფელ ზემო თხილვანაში დილით ჩამოწოლილმა ზვავმა საცხოვრებელი სახლი მოიყოლა. დაიღუპა 63 წლის ქალი.
სოფელი თხილვანა აგრეთვე არის შეტანილი გარემოს ეროვნული სააგენტოს 2022 ბიულეტენში, რომლის მეწყერსაშიში რისკი არის მაღალი, ხოლო მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებს შორის მითითებულია: „ფერდობის გამაგრება რთული რელიეფური და გეოლოგიური პირობების გამო ვერ ხერხდება. უნდა გაგრძელდეს მუდმივი მონიტორინგი“. (იხილეთ ვებგვერდი: https://geologymaps.ge/ka/municipalities/Khulo/village-tkhilvana2 . ამავე ბიულეტენში ხაზგასმულია“ სტიქიურ-გეოლოგიური პროცესები იმყოფება აქტიურ ფაზაში და მეწყრული მასის დაძვრა ხელშემწყობი ფაქტორების გათვალისწინებით ნებისმიერ დროსაა მოსალოდნელი“ (გვ. გვ.80) რადგან კონკრეტული მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიების გატარება ვერ ხერხდებოდა, მნიშვნელოვანი იყო მუდმივი მონიტორინგის საფუძველზე შესაძლო ტრაგედიის პრევენცია.
იმავე დღეს ხულო მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყერიც ჩამოწვა. მეწყერია სოფლების ხიხაძირის, ღორჯომის, ელელიძეებისა და განახლების გზებზე.