წელი 2023

ინფორმაცია სხვადასხვა კატეგორიის საშიშროების რისკის ზონაში მოქცეული ობიექტების შესახებ ბოლო წლების დინამიკაში

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში აგრეთვე მკვეთრად არის გაზრდილი დასახლებული პუნქტების რაოდენობა, რომლებიც გეოლოგიური პროცესების რისკის ზონაშია მოქცეული. 2004 წლის მონაცემით 342 დასახლებული პუნქტი იყო მოქცეული მსგავსი საშიშროების ზონაში, ხოლო ეს მაჩვენებელი 2022 წლის მონაცემით გაზრდილია 1523-მდე. ამ თვალსაზრისით არსებული 2004-2022 წლების დინამიკის შესახებ ინფორმაცია ქვემოთ მოყვანილ გრაფიკზეა წარმოდგენილი.

chart

დასახლებული პუნქტების მატების საწინააღმდეგო ტენდენციაა რისკის ზონაში მოქცეული საცხოვრებელი შენობების თვალსაზრისით. 2004 წელთან შედარებით რისკის ზონაში მყოფი საცხოვრებელი სახლების რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია. თუ 2004 წელს 6042 საცხოვრებელი სახლი იყო რისკის ზონაში მოქცეული, 2022 წელს 1514 საცხოვრებელი სახლია განლაგებული რისკის ზონაში. ამ თვალსაზრისით არსებული 2004-2022 წლების დინამიკის შესახებ ინფორმაცია ქვემოთ მოყვანილ გრაფიკზეა წარმოდგენილი.