წელი 2024

ინფორმაცია გეოლოგიური პროცესების შესახებ ბოლო წლების დინამიკაში

ბოლო ათი წლის დინამიკით გეოლოგიური პროცესების რაოდენობა მკვეთრად იმატებს საქართველოში. კერძოდ რაოდენობრივი თვალსაზრისით მატებაა როგორც მეწყრული აგრეთვე ღვარცოფული პროცესების. მაგალითად, გააქტიურებული ან ახლადწარმოქმნილი მეწყერის რაოდენობა 2012 წელს 325-ს შეადგენდა, ხოლო უკვე 2022 წლის მონაცემებით ეს მაჩვენებელი 1120-ს შეადგენს. 2012-2022 წლების დინამიკაში დეტალური ინფორმაცია ზემოთ მოყვანილ გრაფიკზეა წარმოდგენილი.

chart1

ანალოგიური ვითარებაა ღვარცოფებთან დაკავშირებითაც. 2012 წელს გააქტიურებული ან ახლადწარმოქნილი ღვარცოფული პროცესის 88 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ეს მაჩვენებელი 2022 წელს  211 გახლდათ.  2012-2022 წლების დინამიკაში დეტალური ინფორმაცია ქვემოთ მოყვანილ გრაფიკზეა წარმოდგენილი.

chart