მდინარე ლოპოტას უსახელო მარჯვენა შენაკადი
მეწყერი
მაღალი
რეკომენდაცია
საავტომობილო გზის მდგრადი ფუნქციონირების მიზნით აუცილებელია შემდეგი ღონისძიებების გატარება: ფერდობის ძირში აკუმულირებული, დინამიკაში მოსული მეწყერული მასების ეტაპობრივად გატანა (ზღვრულ წონასწორობაში მყოფი ფერდობის არამართლზომიერი ჩამოჭრის გარეშე, უსაფრთხოების წესების მაქსიმალური დაცვით, მეწყრული სხეულის ქვედა ნაწილში და კალაპოტში არსებული ხემცენარეების, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი კალაპოტის ჩახერგვის რისკი); დაზიანებული საავტომობილო გზის მონაკვეთი აღდგენა ქვეყანაში მოქმედი პირობებისა და წესების დაცვით შემუშავებული პროექტის საფუძველზე; საავტომობილო გზის გასწვრივ, სესაბამისი პროექტის საფუძველზე, მეწყრული სხეულის კონტურში ფორმირებული ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების კაპტირება და ამ წყლების იზოლირებულად განტვირთვა მდინარის კალაპოტში.